"სეზონი მშვენივრად მიდის", - სარის მატჩისწინა პრესკონფერენცია

image

ხვალ, თბილისის დროით 21:55 საათზე ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის ეგიდით "იუვენტუსი" სტურად მოსკოვის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ ტურინელთა გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"ლოკომოტივის" წინააღმდეგ რთული მატჩი იქნება, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია და ჩვენ ამ გუნდს უკვე შევხვდით და დავინახეთ, რომ მათ პრობლემების შექმნა შეუძლიათ. მიზანი ჯგუფიდან გასვლის განაღდებაა. შედეგებიდან გამომდინარე, სეზონი მშვენივრად მიდის, როგორც სერია ა-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე.

ვგრძნობ, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია გაუმჯობესება. გასულ წელთან შედარებით, პროგრესი იგრძნობა, მაგალითად ბურთის ფლობის პროცენტულობაში. როდესაც ჩვენი მოწინააღმდეგე თავს მჭიდროდ იცავს, თამაშის ბედს ხშირად ფეხბურთელთა ინდივიდუალური თამაში წყვეტს. თუმცა, "ლოკომოტივი" სახლში დაცვით ფეხბურთს არ თამაშობს, არიან პროაქტიურები და იყენებენ საკუთარ შესაძლებლობებს.

იგუაინსაც და დიბალასაც აქ დარჩენის დიდი სურვილი აქვთ, იმ შემთხვევაშიც, თუ მათ ყოველთვის თამაში არ მოუწევთ. თუ შესაძლებლობა იქნება, გამიხარდება, თუ მოედანზე ორივეს ერთად ვიხილავთ. იგუაინმა თამაშის ხარისხს ძალიან მოუმატა. ის დაცვაშიც გვეხმარება და ასისტებსაც აკეთებს, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გასული წელი, მან "იუვედან" შორს გაატარა და პერსონალური მარცხი განიცადა, ახლა ის აქ არის და სავსეა მოტივაციით.

დე ლიხტს ტრავმა აქვს, მაგრამ არა სერიოზული. რამდენიმე დღეში ეს პრობლემა აღმოიფხვრება. გადავწყვეტთ ვინ ითამაშოს მის მაგივრად, დემირალმა და რუგანიმ. დუგლას კოშტა ხვალ ითამაშებს",
- ისაუბრა სარიმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 6 ნოემბერი 2019 00:53
აბა შენ იცი სარი

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image