ბონუჩის, დუგლას კოშტასა და რემზის კომენტარები მატჩის შემდგომ

image

მაურისიო სარისთან ერთად "ლოკომოტივთან" გამარჯვების შემდეგ კომენტარები ლეონარდო ბონუჩიმ, დუგლას კოშტამა და აარონ რემზიმ გააკეთეს.

ბონუჩი

"ვისიამოვნოთ სეზონის პირველი მიღწევით, ჯგუფიდან გავედით, მაგრამ ახლა უკვე კვირა დღეზე ფიქრი უნდა დავიწყოთ, მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. კარის ხაზიდან ჩემ მიერ გამოტანილი ბურთი? ამან საშუალება მოგცა სახლში ერთი ქულით დავბრუნებულიყავით, დუგლას კოშტას გოლმა კი 3 ქულა მოგვიტანა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც იმის მიხედვით ადაპტირდება, როგორც კონკრეტული მატჩი მოითხოვს".

დუგლას კოშტა

"ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი იყო, რომელიც "იუვენტუსის" მაისურით მაქვს გატანილი. ბედნიერი ვარ, რომ ვითამაშე და გუნდის დახმარება შევძელი. სიცივემ დღეს ხელი არ შეგვიწყო, მაგრამ ვითამაშეთ, როგორც ერთ მუშტად შეკრულმა გუნდმა და საბოლოოდ შევძელით სახლში წარმატებით დაბრუნება".

აარონ რემზი

"მატჩამდე დავისახეთ მიზანი, რომ მოგვევო და ფლეი-ოფში გასვლა დღესვე გაგვენაღდებინა. მუშაობა კვლავ მოგვიწევს, რომ ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დავასრულოთ. ბედნიერები ვართ და მოუთმენლად ველით შემდეგ მატჩებს".
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 8 ნოემბერი 2019 12:13
ახლა იფიქრეთ მილანთან თორე ეს შენი მიძინებული მილანი ჩვენთან მაინც გაიღვიძევს და იუვე ყველს გატაიებ წაგებად მარა მილანთან და ინტერთან ვერა თან სახლში

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image