უმძიმესი დღე დელ პიეროს ისტორიაში - ის, რამაც მისი კარიერა შეცვალა

image

1998 წლის 8 ნოემბერს "იუვენტუსის" ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ დაზიანება მიიღო, რის გამოც მისი კარიერა ფაქტობრივად შეიცვალა და ისეთი პროგრესიით ვეღარ განვითარდა, როგორც მანამდე მიდიოდა.

1998-99 წლის სეზონი იყო. "იუვენტუსი" უდინეზეს სტუმრობდა. ბოლო წუთამდე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა, ანგარიში 2-2 იყო. მასპინძელთა მცველმა მარკო ზონჩიმ დელ პიეროსთვის ბურთის ართმევა სცადა, რის გამოც შემთხვევით არცხენა მუხზე საშინელი დაზიანება მიაყენა.

ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ დელ პიეროს დაუყონებლივ ამერიკაში მოუწია გაფრენა, ხოლო სეზონის დანარჩენი ნაწილი საერთოდ ვერ ითამაშა. მკურნალობას დაახლოებით 9 თვე მოანდომა.

ამ დღის შემდეგ ტურინელებმა ზედიზედ 5 თამაში წააგეს, მოგება კი 20 დეკემბრამდე ვერ შეძლეს. ამის გამო მათ ლიდერობიდან მე-7 ადგილზე გადაინაცვლეს სერია ა-ს ცხრილში.

ყველაფერმა ზიდანის მხრებზე გადაინაცვლა. იმ დროიდან მას უწევდა ლიდერობის გამოვლინება და თამაშების მის თავზე აღება, თუმცა ამას თავი მარტომ ვერ გაართვა. გუნდს ჩემპიონთა ლიგაზეც არ წყალობდა ბედი. ჯგუფური ეტაპის 5 ფრითა და 1 მოგებით დაძლევის შედეგ ტურინელებმა ლიგა მალევე დატოვეს.

ზიზუს დასახმარებლად იანვარში ახალგაზრდა ტიერი ანრი გაიფორმეს, მაგრამ ტურინელები მე-7 ადგილს ვერ სცდებოდნენ.

ტრავმამ, რა თქმა უნდა, მარტო კლუბზე არ იმოქმედა. თავად დელ პიერო ამის შემდეგ ორჯერ უფრო ნელი გახდა. 1998 წლის მუნდიალი ყველას ორი ფეხბურთელის გამო აინტერესებდა. ბრაზილიელი რონალდუ და იტალიელი დელ პიერო. მსოფლიო ორად იყოფოდა ამ ორი ფეხბურთელით(მათ ორივემ საუკეთესო სეზონი ჩაატარეს ამ წელს, მაგრამ დელ პიეროს მსგავსად აღარ უთამაშია). თუმცა იტალიელს ერთი გოლიც კი არ გაუტანია ჩემპიონატზე და კრიტიკის გარდა არფერი მიუღია. იმ წელს ოქროს ბურთისვის ბრძოლაში მე-16 ადგილი დაიკავა მან.

ამ ყველაფრის შემდეგ ფეხბურთელმა მოედანზე დანიშნულება შეიცვალა და შედარებით სხვანაირად დაიწყო მოქმედება, ხაზების გარღვევა, სხვებისთვის შანსების შექმნა და თავადაც გატანა - ეს მისი მოვალეობა იყო. ახალი საუკუნის დასაწყისისთვის "პინტურიჩიო" მსოფიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა, მაგრამ ასე ნამდვილად არ თამაშობდა.

ალესანდრომ ტრავმის ლაქა მინიმუმ 2 წლით დაიტოვა, მისი გოლების ძირითადი ნაწილი პენალტებიდან იყო მოგროვებული. 2002/2003 წლებში რობერტო ბაჯო და დელ პერიო ფაქტობრივად ერთი და იგივე სამუშაოს ასრულებდნენ.

მთლიანობაში, იტალიელმა დანებება არ ისურვა, მან 2006 წელს მაინც აღმართა მსოფლიოს თასი. მოიგო 5 სკუდეტო (ორი ჩამორთმეულია) და 1 სერია B. მასაც ჰქონდა ჩავარდნები. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნომერ პირველი "იუვენიტნოა", უნაკლო არც ის იყო, თუმცა, რაც არ უნდა იყო, იგი "იუვენტუსის" თითოეული გულშემატკივრისთვის საყვარელ ფეხბურთელად დარჩება, რადგან მის კისერზე მხოლოდ კარგი თამაში არ იყო.

ფაქტი ერთია, რომ არა ის დაზიანება, შესაძლოა ისედაც კარგი კარიერ უფრო დიდებულიც გამხდარიყო. თუმცა მან ის მაინც შეძლო, რომ "ბიანკონერის" სახელი სამუდამოდ დაუტოვა.

*ნათარგმნია ცნობილი ბლოგერის ემეტ გატესის სტატია
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 8 ნოემბერი 2019 23:40
ჯიგარი ხარ მადლობა ამ სტატიისთვის

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image