"იუვენტუსი" - "მილანი" | დღის პროგნოზი

image

სერია ა-ს მე-12 ტურში საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გველოედება. "მილანი" იტალიის მოქმედ ჩემპიონებს ესტუმრება. ეს შეხვედრა ყოველთვის საინტერესო სანახავი იყო, გამონაკლისი არ ახლა იქნება.

თუ გუნდების ფორმას დავუჰერებთ, ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ მასპინძელი გუნდის გამარჯვების შანსი ძალიან მაღალია, ამიტომაც 1-იანის დაწერა თავისუფად შეგიძლიათ.

ორივე გუნდი ხისტი თამაშით გამოირჩევა. ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში 24 ყვითელი და 2 წითელი ბარათი დაინიშნა, ეს იმას ნიშნავს, რომ მატჩში საშუალოდ 4 ბარათი ინიშნება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მილანელებს ქულები სასწაულად სჭირდებათ და ასევე ტურინელებსაც, დიდი ბრძლა გველის, ამიტომაც 4,5-ზე მეტი ბარათიც შესაძლოა დაინიშნოს მომდევნო შეხვედრაში.

თუ ვინმე გოლს გაიტანს, ეს ალბათ გონსალო იგუაინია. მან 6 თვე გაატარა მილანურ კლუბში და იმედგაცრუებული დარჩა, ამიტომაც მას რევანში სწყურია. თან არსებობს შანსი იმისა, რომ რონალდუმ არ ითამაშოს, ამიტომაც წამყვანი როლი მას ექნება შეხვედრაში. ამიტომაც იმის შანსი, რომ "პიპიტა" ბურთს ბადეში მოათავსებს, ძალიან მაღალია.

ტურინელებს მიმდინარე სეზონშ 13 მოგება აქვთ, საიდანაც 10 მინიმალური სხვაობით მოიგეს. ეს ფაქტი შეიძლება თქვენთვის საინტერესო გამოდგეს.

მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ "იუვენტუსს" წინ მარტივი კალენდარი არ აქვს. მომდევნო მატჩში "ატალანტასთან" უწევთ სტუმრად ჩასვლა, შემდეგ კი "ატლეტიკოს" უნდა უმასპინძონ, ამიტომაც არ იქნება გასაკვირი, თავი დაზოგონ ტურინელებმა და ეს შეხვედრაც მინიმალური სხვაობით დაასრულონ.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 10 ნოემბერი 2019 11:52
გასაგებია ერთიანი არის თავისთავად მაგრამ რთული პოზიცია მინდა დავდო რამე მოგება სამი ბურთის სხვაობით მაგალითად რას მირჩევთ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image