დიბალასა და შესნის კომენტარები მატჩის შემდგომ

image

მაურისიო სარისთან ერთად "მილანთან" გამარჯვების შემდეგ კომენტარი პაულო დიბალამა და ვოიცეხ შესნიმაც გააკეთეს.

დიბალა

"შეიძლება ჩვენი საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან ეს არის ვუნდამენტური ქულები ტიტულისთვის ბრძოლაში. "მილანი" შესანიშნავი გუნდია და ამ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ საფრთხის წარმოქმნა. შესნიმ და დაცვის ხაზმა დღეს მშვენიერი მატჩი ჩაატარეს. გამიმართლა, რომ ჩემი დარტყმული კარში შევიდა. ახლა ისე ჩანს, რომ ჩემპიონობის ბრძოლაში ჩვენი მთავარი კონკურენტი "ინტერია", მაგრამ წინ კიდევ დიდი დროა".


შესნი

"ძალიან ღია მატჩი იყო, სივრცეებს ორივე გუნდი ტოვებდა, "მილანმა" კარგად ითამაშა, მაგრამ მატჩის ბოლოსკენ გოლი გავიტანეთ და დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღება შევძელით. დღეს მე საკმაოდ დატვირთული ვიყავი და ეს ხშირად არ ხდება, მიხარია, რომ გუნდის დახმარება შევძელი. ყველაზე რთული სეივი პაკეტას დარტყმულის აღება იყო, დანარჩენები საჯარიმოს გარედან იყო და დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. მიხარია, რომ გოლი არ გავუშვი. ყოველთვის მირჩევია მატჩი 1-0 მოვიგოთ და არა 4-3. არ ვიცი, ლიგაში პირდაპირი კონკურენცია თუ გაგრძელდება მხოლოდ "ინტერთან". იტალიაში ბევრი კარგი გუნდია, მაგალითად, "ატალანტა", "რომა", "ლაციო" და შენ ყოველთვის მზად უნდა იყო ნებისმიერ შეხვედრაში 3 ქულის მოსაპოვებლად".
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 11 ნოემბერი 2019 16:01
ორივე მაგრები ხართ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image