12 თვის წინ
"ვუთხარი, რომ ბავშვობაში მეზიზღებოდა" - რას იხსენებს დიბალა რონალდუზე
"ვუთხარი, რომ ბავშვობაში მეზიზღებოდა" - რას იხსენებს დიბალა რონალდუზე

პაულო დიბალამ მისი "იუვენტუსში" ყოფნის პერიოდი და კრიშტიანო რონალდოსთან საუბარი გაიხსენა. 

მან რონალდუს უთხრა, რომ ის ბავშვობაში ეზიზღებოდა.

"რონალდოსთან ერთად სამი სეზონი გავატარე. მასსა და მესის შორის დაპირისპირება არგენტინაში უფრო მეტად იგრძნობოდა და ბავშვობაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის მესისკენ ვიყავი. 

ერთხელ, როცა თვითმფრინავით თამაშზე მივემგზავრებოდით, ის ჩემთან მოვიდა და ფეხბურთთან ერთად, სხვადასხვა რაღაცებზე მესაუბრა. მე ვუთხარი, რომ ბავშვობაში მეზიზღებოდა, რაზეც ბევრი ვიცინეთ. 

ჩვენ ერთმანეთთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა", - თქვა დიბალამ.


Facebook კომენტარები