რა ხდება რონალდუს თავს "იუვენტუსში"?

image

"იუვენტუსი" - "მილანის" მატჩის დროს კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან 55-ე წუთზე გავიდა, რაც პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ძალიან არ ესიამოვნა და იუვენტუსის სტადიონი მატჩს დამთავრებამდე დატოვა.

რონალდუს მაგივრად მოედანზე პაულო დიბალა შემოვიდა და "მილანის" წინააღმდეგ გამარჯვების გოლიც გაიტანა. უკმაყოფილო კრიშტიანუმ სარის მიმართ უხეში სიტყვები არ დაიშურა და მაშინვე გასახდელში გაემართა.

თუმცა, როგორც მაურისიო სარიმ მატჩის შემდგომ ინტერვიუში განაცხადა, ამის შესახებ არაფერი იცოდა - "უპატივცემულობა გუნდელების მიმართ? როგორც უკვე გითხარით, არაფერი ვიცი. თუ მოედანი მატჩის დამთავრებამდე დატოვა, ეს პრობლემა მან გუნდელებთან უნდა მოაგვაროს".

"რონალდუსთან პრობლემა არ მაქვს, პირიქით, მადლობელი ვარ რომ საუკეთესო კონდიციებში არყოფნისდა მიუხედავად, მას ბოლომდე თამაში უნდოდა.
ბოლო თვეში ის მუხლის დისკომფორტს განიცდიდა, რაც მისი თამაშის ხარისხზეც აისახა"
, - ისაუბრა "იუვენტუსის" თავკაცმა.

რონალდუს საკმაოდ ცუდი რეაქცია ჰქონდა მაშინაც, როცა ლოკომოტივის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებისას გამოცვალეს.


"რონალდუს რეაქცია სრულიად ბუნებრივი იყო. ჩემი აზრით, უფრო საგანგაშო ის იქნებოდა, გასვლაზე რომ ნეგატიური რეაქცია არ ჰქონოდა", - განაცხადა სარიმ.

სიტუაციაზე კომენტარი ტურინელთა გოლკიპერმა ვოიჩეხ შესნიმაც გააკეთა - "ჩემპიონის გაბრაზება, როცა ის მოედნიდან გაყავთ, ჩვეულებრივი ამბავია. ის უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში დაგვიბრუნდება და როგორც ყოველთვის, სეზონის დასკვნით ნაწილში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს."

მატჩის შემდგომ რონალდუმ "ინსტაგრამზე" დაპოსტა: "რთული თამაში. მნიშვნელოვანი გამარჯვება"!

თუმცა, რონალდუს საქციელს მკაცრი კრიტიკით გამოეხმაურა "იუვენტუსის" ყოფილი ტავკაცი, ფაბიო კაპელო: "მისი რეაქცია არ მომეწონა, ჩემპიონობა მას მინდვრის გარეთაც მოეთხოვება." სინამდვილეში, რონალდუს წლებია ფეხბურთელი არ მოუტყუებია. ლა ლიგის მატჩები მიმყავდა ხოლმე, სადაც კრიშტიანუს ფეხის გადატარების გარდა არც ერთი ფინტის გაკეთება აღარ გამოსდიოდა. ის სუპერ-ჩემპიონია, საუკეთესო, მაგრამ იუვენტუსი მატჩებს რონალდუს გარეშეც იგებს. დიბალას და დუგლას კოშტას მატჩის ბედის შეცვლა შეუძლიათ, სარის გადაწყვეტილება კი პატივსაცემი იყო", - დაასრულა კაპელომ.

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, გარი ლინეკერმა, მომხდარის შესახებ კომენტარი "ტვიტერზე" გააკეთა და დაწერა, რომ ეს ყველაფერი სარისთვის "კარგად არ დამთავრდება":

"რონალდუ სარიმ ერთ კვირაში ორჯერ გამოცვალა, ის კი პირდაპირ გასახდელში გავარდა. ვეჭვობ, ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდება. თუმცა, უნდა ვთქვა, სარი საკმაოდ გაბედული ყოფილა."


скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 19 ნოემბერი 2019 18:22
ხო ეს შეაშინებს ზუსტად

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image