11 თვის წინ
"იუვენტუსში" ალეგრისთვის ახალი თანამდებობის მიცემას გეგმავენ - საინტერესო ცნობები
"იუვენტუსში" ალეგრისთვის ახალი თანამდებობის მიცემას გეგმავენ - საინტერესო ცნობები
ავტორი
Aa

იტალიურ მედიაში ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის შესახებ საინტერესო ინფომრაცია ვრცელდება.

როგორც იწერება, "ბიანკონერის" მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ ამჟამინდელ მწვრთნელს კლუბში დირექტორის თანამდებობა მისცენ, ხოლო თავკაცად სხვა მოიყვანონ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ იტალიელის წასვლასთან დაკავშირებით მედიაში არაერთი ცნობა გავრცელდა.

მოგახსენებთ, რომ მასიმილიანოს შემცვლელის ერთ-ერთ ვარიანტად ზინედინ ზიდანი განიხილება და საინტერესოა, თუ რა გადაწყვეტიელებას მიიღებენ კლუბის ხელმძღვანელები.


Facebook კომენტარები