11 თვის და 2 კვირის წინ
რაბიოს შემცვლელი ნაპოვნია - ვის დაადგა თვალი "იუვენტუსმა"
რაბიოს შემცვლელი ნაპოვნია - ვის დაადგა თვალი "იუვენტუსმა"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადრიან რაბიომ შესაძლოა კლუბი დატოვოს.

მედიაში ტურინის "იუვენტუსის" გეგმებზე ახალი ცნობები გავრცელდა. 

როგორც იწერება, "ბიანკონერი" ფრანგის შემცვლელს აქტიურად ეძებს და ფავორიტიც გამოკვეთილია. 

პრესის ცნობით, "ბებერმა ქალბატონმა" თვალი "ატალანტას" ნახევარმცველს, ტონ კოოპმეინერსს დაადგა. 

აქცე გეტყვით, რომ ჰოლანდიელს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს მითვლილი.


Facebook კომენტარები