9 თვის წინ
რა თანხის სანაცვლოდ დათმობს "იუვენტუსი" ბრემერს - უახლესი ცნობა
რა თანხის სანაცვლოდ დათმობს "იუვენტუსი" ბრემერს - უახლესი ცნობა
ავტორი
Aa

გლეისონ ბრემერით "ტოტენჰემი" ინტერესდება, ამის შესახებ იტალიურ და ლონდონურ გაზეთებში აქტიურად იწერება.

როგორც ირკვევა, "მამლები" მზად არიან, რომ დაახლოებით 60-65 მილიონი ევრო შესთავაზონ "ბებერ ქალბატონს" გლეისონის სანაცვლოდ, თუმცა ამ შემოთავაზებაზე დათანხმებას ტურინელები არ აპირებენ.

ჯოვანი ალბანესის ინფორმაციით, ბრაზილიელი მცველის მომავალზე ფიქრს "ბიანკონერი" 80 მილიონ ევროიანი შემოთავაზების მიღების შემთხვევაში დაიწყებს.

თავად ფეხბურთელს, ამ მომენტისთვის, არანაირი სურვილი არ აქვს წასვლის და არც კლუბი განიხილავს მის გაყიდვას, თუმცა, როგორც ვახსენეთ, 80 მილიონ ევროზე "ბებერი ქალბატონი" ფიქრს დაიწყებს.


Facebook კომენტარები