ჯანი "იუვეს" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

როგორც უკვე მოგახსენეთ, მერსისაიდული "ლივერპულის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა ემრე ჯანმა ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
გერმანელი ფეხბურთელი ტურინულ კლუბში გადასვლის შემდეგ წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს და ამ მხრივ ის კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. ჯანი ტურინულ კლუბთან 5 ან 6 წელზე გათვლილ კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ემრე ჯანი თავისუფალი აგენტი გახდება და "ბებერი ქალბატონი" მას უფასოდ შეუერთდება.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
კომენტარები 2