6 თვის და 1 კვირის წინ
ფაჯოლი: "ფეხების დამტვრევით მემუქრებოდნენ, 3 მილიონის ვალი დამიგროვდა"
ფაჯოლი: "ფეხების დამტვრევით მემუქრებოდნენ, 3 მილიონის ვალი დამიგროვდა"

"იუვენტუსის" ფეხბურთელმა ნიკოლო ფაჯოლიმ ისაუბრა ფსონების სკანდალზე და თქვა, რომ 3 მილიონი ევროს ვალი დაუგროვდა, რის გამოც არალეგალური საიტების მფლობელები ემუქრებოდნენ.

"მთელი ღამე არ მეძინა, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტ ვალში ვეფლობოდი. ჩემი ვალი სულ უფრო იზრდებოდა და აზარტულ თამაშებზე მხოლოდ ამ ვალის გასტუმრების მიზნით ვფიქრობდი. მეუბნებოდნენ, რომ ფეხებს დამიმტვრევდნენ, მაგრამ ვალი იმდენად გაიზარდა, რომც მომეგო, მაინც ვერ გადავიხდიდი".

"21-წლამდე ნაკრებში ჩემმა ახლო მეგობარმა, ტონალიმ მირჩია არალეგალური საიტი, საიდანაც ვითამაშებდი, ვკითხე ამას როგორ აკეთებდა და მითხრა, რომ შემეძლო ამის გაკეთება, რადგან არანაირ კვალს არ ტოვებდა. დავრეგისტრირდი და პირველი ფსონები დავდე ჩოგბურთზე, შემდეგ საფეხბურთო მატჩებზეც". 

"თავიდან ფსონებს იმიტომ ვდებდი, რომ ბევრი თავისუფალი დრო მქონდა და დრო გამყავდა. ეს ყველაფერი 2021 წლის ზაფხულში დაიწყო, 21-წლამდე ნაკრებში იგივეს სხვებიც აკეთებდნენ. შემდეგ უკვე სტრესში ვიყავი დაგროვილი ვალების გამო და გასული წლის სექტემბრიდან ფეხბურთიც დავიწყე დიდი თანხების დადება, ვცდილობდი სიტუაციის ასე გამოსწორებას".

"ვითამაშე, როგორც ეროვნული ჩემპიონატების, ისე საერთაშორისო მატჩებზე, მაგრამ არასდროს დამიდია ფსონი "კრემონეზეს" ან "იუვენტუსის" მატჩებზე, სადაც ვთამაშობდი. ფსონი დავდე "მილანის" გამარჯვებაზე ან ფრეზე "ტორინოს" წინააღმდეგ, მაგრამ წავაგე, რადგან "ტორინომ" 2:1 მოიგო. ასევე დავდე ფსონი "პორტუ" – "ატლეტიკო", "რეალი" – "ინტერის" მატჩებზე, ყველა შემთხვევაში არალეგალურ საიტებზე", - ამბობს ფაჯოლი.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ფაჯოლის 7-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და მიმდინარე სეზონის ბოლო ორ ტურში მას თამაშის უფლება ექნება. გასულ სეზონში ფაჯოლი სერია A-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.


Facebook კომენტარები