6 თვის წინ
პირლო: "სკუდეტოსთვის ეს სამი გუნდი იბრძოლებს"
პირლო: "სკუდეტოსთვის ეს სამი გუნდი იბრძოლებს"

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და ამჟამად "სამპდორიას" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ჟურნალისტებთან ინტერვიუში სკუდეტოს ფავორიტების შესახებ ისაუბრა.

პირლოს თქმით, სერია A-ს მოგებისთვის სამი გუნდი იბრძოლებს.

"ჯერჯერობით "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" შესანიშნავად ასპარეზობენ და ვფიქრობ, ისინი ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, მათ საამისოდ ყველაფერი აქვთ. შესაძლოა, "ნაპოლისგან" მეტს ველოდით, თუმცა მთავარი მწვრთნელის შეცვლამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა", - განაცხადა პირლომ.

შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის სერია A-ს 21 ქულით "მილანი" ლიდერობს.


Facebook კომენტარები