ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენცია: "ისინი კურდღელივით გარბიან"

image

22 დეკემბერს სერია ა-ს 21-ე ტურში "იუვენტუსი" "ჯენოას" უმასპინძლებს. "ბებერი ქალბატონის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გუნდის შესახებ ისაუბრა. თავიდან ტურინელთა თავკაცის სიტყვები პესიმისტურად ჟღერდა.

"ჯიჯი ბუფონი ტრამვირებული იყო, ამიტომაც, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მატჩების გამოტოვება მოუწია, შესაბამისად პაოლო მალდინის რეკორდს ვერ მოხსნის, რა თქმა უნდა, თუ კარიერის დასრულებას არ გადაიფიქრებს. მომავალ კვირას ის უკვე სრულიად მზად იქნება სასტარტოში სათამაშოდ. რაც შეეხება შესნის, მან თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა".

"ჯიჯის გადაწყვეტილება? მე არ შემიძლია, რომ მას რჩევა მივცე. დარწმუნებული ვარ, მან კარგად იცის საკუთარი საქმე. ბუფონი ჯერ კიდევ ფეხბურთელია და მთელი კონცენტრაცია თამაშზე უნდა მოახდინოს, ხოლო ივნისში ის უნდა გააკეთოს, რასაც სწორად მიიჩნევს".

"თუ ნეაპოლელები თამაშს მოიგებენ, ჩვენი მოგების შემთხვევაშიც ისევ 1 ქულიანი ჩამორჩენა გვექნება. ამის გამოსწორებისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს- შევინარჩუნოთ მოგება. ვიცით, რომ სკუდეტოს მოსაპოვებლად რაღაც ექსტრაორდინალურის გაკეთება მოგვიწევს, "ნაპოლი" კურდღელია, ჩვენ კი მას უნდა ვსდიოთ, სანამ არ გავასწრებთ".

"როგორც იცით, ყველაზე მთავარი მომენტი ახლა იწყება. ჩვენი მოვალეობაა, მარტსა და აპრილში საუკეთესო ფორმაში ვიყოთ. აუცილებელია, რომ ისეთივე მაღალ ნოტაზე გავაგრძელოთ თამაში, როგორც დავასრულეთ. ჩვენი მოწინააღმდეგე უკვე 4 მატჩია, რაც კარს მშრალად ინახავს, რაც მათ ძლიერ დაცვაზე მიუთითებს. არც ნახევარდაცვაში თამაშობენ უხარისხოდ. რაც არ უნდა რთული იყოს შეხვედრა, ჩვენ 3 ქულით უნდა დავასრულოთ თამაში".

"ბუფონი ერთადერთი არაა, ვინც დაშავდა. მასთან ერთად რეაბლიტაციას პაულო დიბალა, ხუან კუადრადო, კლაუდიო მარკიზიო და ჰოვედესი გადიოდნენ. დეშილიო სრულ მზადყოფნაშია და სათამაშოდ მზად არის. კუადრადოს მდგომარეობას ყოველდღე აფასებენ და იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდება".

"წინა ხაზში არჩევანის გაკეთება ბერნანდესკისა და დუგლას კოშტას შორის მომიწევს, ხოლო დაცვაში ბარძალის, ლიხშტაინერს, ან დეშილიოს ვიხილავთ. სხვა არჩევანი არ მაქვს. კარტების გადაშლა მომიწევს და ვაღიარებ, რომ მდგომარეობიდან გამომდინარე მიწევს 2 ნახევარმცველით და 4 შემტევთ გამოვიდეთ მოედანზე. რუგანის რამდენმე დღე ჰქონდა დასასვენებლად, ახლა მან სრულიად აღიდგინა კონდიციები, შესაბამისად, დიდი ალბათობით, პირველივე წუთებიდან ვიხილავთ".

"15 დღეა არ გვითამაშია, ამიტომაც წინ რთული მატჩი გველის. უნდა ვითამაშოთ ჯერ ტვინით, ხოლო შემდეგ ფეხებით"
, - განაცხადა "ბიანკონერის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 6

KueithApals
KueithApals 13 ივნისი 2018 04:45
Люди кто хочет играть в современные игры на высоких настройках с динамичными теняими
даже на самых слабых ПК или ноутах. Без лагов и фризов (Но нужен более менее нормальный инет).
Держите пожайлуста: Скачать саму прогу можно здесь. | Видео по установке и настройке смотрите тут.
Внимание!!! Данный патч позволяет играть бесплатно пять часов в сутки.
Если Вас интересует "Безлимит" то за 70 руб. в мес. обеспечу обновлние, поддержку и помогу с настройкой!
Играю уже девять месяцев на ведре 2005 г. Буду рад кому помог разорить буржуев игровой индустрии!!!
Если заинтересовало пишите в форму обратной связи. Перед покупкой протестируйте бесплатные возможности.
turo 22 იანვარი 2018 02:18
ციტატა: Ikakoo
გუშინ დავწერე ტორონტოს წაგება და ნაპოლის 2 3.7 კუში იყო, 70 ლარი მედო მეტი არ მქონდა ანგზე თორეეე მოშნად გავუყრიდი

სამპდორიას,ლაციოს ერთიანი,ნაპოლის ორიანი და ინტერი ვს რომას ნიჩია დავსვი ,სულ 26 კუში .მადლობა სერია A ))
Ikakoo 21 იანვარი 2018 22:02
გუშინ დავწერე ტორონტოს წაგება და ნაპოლის 2 3.7 კუში იყო, 70 ლარი მედო მეტი არ მქონდა ანგზე თორეეე მოშნად გავუყრიდი
kvinikadze25 21 იანვარი 2018 21:55
ციტატა: DEDOPALA
როგორი იყო აბა ნაპოლისს ორიანი)) რაკაი დასადები იყო

მე-7 წკუდეტო აღარ გვინდა? :D

მედ მაქს, შენ უფრო სწრაფი კურდღელი ხარ მიდი მიაწექი :D
kobuchi 21 იანვარი 2018 20:12
ციტატა: DEDOPALA
როგორი იყო აბა ნაპოლისს ორიანი)) რაკაი დასადები იყო

აუუ გული დამეწვა. მერჩვნა ბილეთს გაესხა, მარა... (( :დ
DEDOPALA 21 იანვარი 2018 20:04
როგორი იყო აბა ნაპოლისს ორიანი)) რაკაი დასადები იყო

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

ვინ გსურთ "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად ახალ სეზონში?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image