"იუვენტინოების" კომენტარები "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ

image

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში ტურინელებმა ლონდონელებს უმასპინძლეს და მატჩი 2:2 დაასრულეს. "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა ჩატარებულ მატჩზე კომენტარები გააკეთეს.

დე შილიო: "რთული მატჩი გამოდგა. პირველვე წუთებში ორბურთიანი უპირატესობის შემდეგ დაცვაში ჩავჯექით და შესაბამისად დავისაჯეთ კიდეც. შესაძლოა ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდი დაცვაში მოიკოჭლებდა, თუმცა ნახევარდაცვასა და თვდასხმაში იდეალურად თამაშობდა. ვიცით, რომ ინგლისში შეგვიძლია ის 10 წუთი ხელახლა, უფრო ხანგრძლივად გავიმეოროთ".

ფედერიკო ბერნანდესკი: "ცუდია, რომ კარგი დასაწყისის შემდეგ ტემპი დავაგდეთ და გამარჯვება ხელიდან გამოგვეცალა, კარგი შანსის მიუხედავად. ლონდონში გასამარჯვებლად ჩავდივართ".

გონსალო იგუაინი: "კრიტიკოსებს ყურადღებას არ ვაქცევ. მარტივია, როდესაც მატჩს სავარძლიდან ადევნებ თვალს. ინგლისშ ჩვენი სიძლიერის დასამტკიცებლად და მოსაგებად ჩავალთ. გავაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს".
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

CAPOLISTA 15 თებერვალი 2018 22:54
ახლანდელ იუვენტუსსში, საკადრო პრობლემები თითქოს არაა, მაგრამ, როდესაც გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიცია აქვს, მაშინ მოედანზე ხედირა არ დარბოდეს, მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს ბენტაკურს და რუგანის. იუვე ვარსკვლავების აღზრდაზე უკვე აღარ მუშაობს.მოიყვანენ პერსპექტიულ ახალგაზრდას და თუ ის მესივით სასწაულებს არ ჩადის და ასე ვთქვათ "გასასალაშინებელი ალმასია" როგორც რუგანი და ბენტაკურია ძირითადად მაიც სკამზე უწევთ ყოფნა. ის დრო, რომელიც მათ ეძლევათ არაა საკმარისი განვითარებისათვის. გული მწყდება ასევე კეიტაზე და უაზრობა მგონია ნავაროჩენი ხედირას-იგივე ემრე ჩანის მახასიათებლის მქონე ფეხბურთელის იუვეში მოყვანა.აქცენტი უნდა გაკეთდეს მეტ კრეატივზე და ფიზიკურობაზე ცენტრში. გაისად მილინკოვიჩ სავიჩი და კოვაჩიჩი უნდა დადონ ნებისმიერ ფასად.

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული:
ტრავმირებული: კოშტა, დე შილიო, ხედირა, სპინაცოლა
გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს ძირითადის მეკარე?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image