ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენცია: "კარდიფის ფინალი უკვე წარსულში დარჩა"

image

მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის წინ "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"კითხვების დასმას დაგასწრებთ და გეტყვით რაც ყველას გაინტერესებთ... პიანიჩის ნაცვლად ბენტანკური ან მარკიზიო ითამაშებს, ხოლო ბენატიას სავარაუდოდ რუგანი ან ბარძალი ჩაანაცვლებს. არჩევანს მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გავაკეთებ, წიანსწარ ყველა ფეხბურთელის მდგომარეობას ვერ შევაფასებ".

"კარდიფის ფინალზე არ ვფიქრობთ. იქ მენტალური პრობლემები გვქონდა. შესვენების შემდეგ 15 წუთის განმავლობში დაბნეულები ვიყავით, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც. ამჯერად უფრო ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ და ფინალში დაშვებული შეცდომები არ გავიმეოროთ".

"ვაანალიზებთ, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა, მაშინ მთელი 180 წუთის მანძილზე უნდა დავიხარჯოთ და კონცენტრაცია არ დავკარგოთ, რადგან ტექნიკურად ძლიერ და სწრაფ გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება".

"რონალდომ ასაკის მატებასთან ერთად სათამაშო სტილი შეცვალა, ის უფრო ორიგინალური და დიდებული გახდა. ბედნიერი ვარ, რომ გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც მას ბევრის გაკეთების შესაძლებლობას არ მიცემენ. ასევეა შეტევაშიც, მადრიდელთა მცველებს მოდუნების უფლებას არ მივცემთ. ჩვენ გვყავს პაულო დიბალა, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება".

"ფენომენალურია, როცა მუზეუმში 12 ჩემპიონთა ლიგის თასი გაქვს, მაგრამ "იუვენტუსი" ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. მინდა, რომ დღეს წარსულში დაშვებული შეცდომები არ გავიმეოროთ. შესანიშნავ განწყობაზე ვართ და ეს მუხტი უნდა გამოვიყენოთ"
,
- განაცხადა "ბიანკონერის" თავკაცმა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

Vikulya1995
Vikulya1995 11 ივნისი 2019 18:52
Если у вас на работе или дома заблокирован доступ к этому или любому другому сайту, или вы просто не хотите оставлять следы в интернете
Используйте tor браузер для windows на русском он обходит все возможные блокировки провайдеров и обеспечивает анонимность.


скачать тор браузер бесплатно на русском языке

https://tor-browser-vpn.ru/

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

ვინ გსურთ "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად ახალ სეზონში?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image