რას ფიქრობენ "იუვეს" ფეხბურთელები "რეალთან" მატჩზე?

მოგეხსენებათ, რომ იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთის მოქმედ ჩემპიონთან შნაურ კედლებში დიდი მარცხი განიცადა (0:3). "იუვეს" ქომაგების ნაწილმა ფარ-ხმალი დაყარა, ზოგი კი ოპტიმისტურადაა განწყობილი.
ვნახოთ რას ფიქრობენ თავად "ბიანკონერის" ფეხბურთელები "ბერნაბეუზე" ჩასატარებელ მატჩზე.
ჯანლუიჯი ბუფონი: "მეტოქემ უბრალოდ გვაჯობა. "რეალი" ყველა ასპექტში უძლიერესი იყო. რამდენიმე მძიმე შეცდომამ მატჩის ბედზე ზეგავლენა იქონია. თავის მართლება არ ღირს, მარცხს ღირსეულად უნდა შევხვდეთ".
ალექს სანდრო: "დიდი უიღბლობა ის არის, რომ დაცვაში შეცდომები დავუშვით. სამუშაო გვაქვს, რათა მეტად განვვითარდეთ. ცუდი რამ მოხდა, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვიტყვი ის არის, რომ წინ წავიდეთ და ვიმუშაოთ ნაყოფიერად".
კლაუდიო მარკიზიო: "ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. თუ ვინმეს სჯერა, რომ ყველაფერი დამთავრდა, ის ჩვენიანი არაა".
ანდრეა ბარძალი: "ტურინში რთული საღამო გამოდგა. ახლა ჩვენი მიზანია, რომ ვკონცენტრირდეთ ჩემდეგ თამაშზე და გავაანალიზოთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია".
ჯორჯო კიელინი: "არ ვტირივართ მარცხის გამო. მივდივართ მადრიდში, რათა კარგი თამაში ვაჩვენოთ".
მირალემ პიანიჩი: "ჩვენ არ დავნებდებით, რადგან ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
კომენტარები 1