ალეგრი:"3-0 უნდა დავივიწყოთ"

image

ტურინის "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ "რეალ მადრიდთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა, რომელიც 11 აპრილს, 23:45-ზე გაიმართება.

"ჩვენი პირველი მოვალეობა 3-0 ის დავიწყებაა"

"უნდა გავაანალიზოთ, რომ ეს უბრალოდ თამაში იყო და ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ ვიცით რა მოხდება "ბერნაბეუზე", მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ ანგარიშით დავმარცხდებოდით? შესაძლოა მე-3 წუთზე ჩვენ გავიტანოთ გოლი და ადგილები გავცვალოთ".

"ახლა სეზონის ყველაზე მნიშვვნელოვან ნაწილია. ჩვენ სკუდეტო და იტალიის თასიც გვაქვს მოსაგები".

"ვინ ჩაანაცვლებს დიბალას? სამი შემტევით დავიწყებთ ასპარეზობას. გონსალო იგუაინი აუცილებლად იქნება, თუმცა დანარჩენ ორს მანჯუკიჩის, კუადროდოსა და დუგლას კოშტას შორის ავარჩევ".

"მთელი მსოფლიო გვიყურებს, ამიტომაც რეგრესზე ფიქრით არ უნდა ვითამაშოთ. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა რთულია, ჩვენ შევეცდებით ყველა გავაოცოთ".

"რეალმა" იცის, რომ მატჩის ბედი შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს და ამიტომაც ფრთხილად იქნება. ჩვენ ჩვენი დომინანტობა უნდა დავანახოთ".

"ჯერ კიდევ ვბრაზობ პირველი ტურის გამო. ამხელა მარცხი არ უნდა განგვეცადა. მადრიდში მივდივართ, რათა წონასწორობა აღვიდგინოთ",
- განაცხადა ალეგრიმ.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

DEDOPALA 11 აპრილი 2018 23:48
რა ხდება რააააა!!!!))))). ალეგრი არ ვარგა ხო :დდდდდ. მთავარია ეხლა ალეგრიმ აჯობოს ზიდანს მეტი არაფერი მიდით მიდით! ერთ გოლს გაიტანს იუვე მთავარია არ მიიღოს საკუთარ კარში დამატებითი დრო გვჭირდება უეჭველი. მეორე ტაიმში საწყის წუთებში არ უნდა გაუშან გოლი ესააა მთავარი. მეტი პრესინგი.... ჰიგუაინი შენი... რა გააკეთა უნდა შეაგდო.....!!!!!! აძლიერებს შეტევას ზიდან!!!კიელინი იმეა ცალფებაააა პას ნუ აკეთებ რა საერთოდ!!! გოლი არ უნდა გაუშვათ მთავარია@@!!!

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: კანსელო, კუადრადო, ბარძალი
გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს ძირითადის მეკარე?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image