ბუფონი: "აზრს არ შევიცვლი"

image
ტურინის "იუვენუსის" კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა "რეალ მადრიდთან" განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, ამჯერად აპენინელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა ესპანეთის დედაქალაქში მომხდარზე.

"არ ვაპირებდი უკან დახევას. მე ვარ ადამიანი, რომელიც აფექტის მდგომარეობაში იყო. მამართლებს თუ არა ეს? არ შემიძლია ამის თქმა, ამ ყველაფერზე უბრქალოდ ვფიქრობ. შედეგით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ეს უკვე წარსულია და აღარაფრის გაკეთება შეგვიძლია".

"როგორც ვთქვი, არაერთხელ გავიმეორებ იმას, რაც უკვე არაერთხელ ვთქვი. მსაჯი? რა თქმა უნდა ჯერ კიდევ იმ აზრზე ვარ, რომ ეს შეცდომა იყო. ვფიქრობ, რომ გამოცდილი არბიტრი ამ მომენტში 11 მეტრიანს არ დანიშნავდა. ვიცი, რომ მას გრძელი მომავალი აქვს, მაგრამ მისი ასეთ მნიშვნელოვან მატჩში დანიშვნა დიდი შეცდომა იყო".

"კვლავ გახარებული ვარ იმით, რაც გავაკეთეთ, თუმცა სამწუხაროდ შედეგი ჩვენს სასიკეთოდ არ წარიმართა. იტალიისთვის შესანიშნავი იქნებოდა ორი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. "რომას" დაუჯერებელი ქამბექით ძალიან ვამაყობ. "იუვე"? მე ჩემი გუნდი და თანაგუნდელები უნდა დამეცვა იმ მომენტში"
, - განაცხადა ჯანლუიჯიმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
მატჩის იუვენტინო
მირალემ პიანიჩი

რეკლამა
Image
დანაკლისები
დე შილიო, კიელინი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "იუვენტუსს" გაძლიერება ყველაზე მეტად?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image