ალეგრი: "აი, ეს ძალიან მაკმაყოფილებს"

image
დღეს, 23:00-ზე იტალიის თასის ფინალში ტურინის " იუვენტუსი" "მილანს" დაუპრისპირდება. მატჩამდე ტურინელთა თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

"ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოგების შემთხვევაში ტიტული ჩვენი გახდება, გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეორე ტიტულიც, რომელიც მათემატიკურად ჯერ კიდევ არ მოგვიგია".

"თასი? ფეხბურთელებს შეუძლიათ "ბიანკონერის" ისტორიას ერთი ლამაზი გვერდი შემატონ. აუცილებელია ენთუსიაზმით ვითამაშოთ. ყოველთვის გასაოცარია, როდესაც ფინალს თამაშობ, მითუმეტეს "მილანის" წინააღმდეგ. ჩვენ შორის ფავორიტი არ არის".

"რინო ძალიან ძლიერი ტაქტიკოსია. ამაზე მისი შედეგი მეტყველებს, მან დიდი რამ გააკეთა, როგორც ინძაგიმ. არ დაგავიწყდეთ, მათ "პრიმავერადან" დაიწყეს, რაც მარტივი ნამდვილად არ არის. ჩემი კონპლიმენტი მათ".

"ბენატია და რუგანი თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებენ. გარდა ამისა, ბარძალის დაბადების დღის საჩუქარი გვსურს გავუკეთოთ და ისიც მათთან ეთად იქნება".

"კუადრადო თავის ახალ პოზიციას თავს კარგად ართმევს. მართალია მცირე შეცდომებს უშვებს, მაგრამ ყველაფერს პრაკტიკა შველის. ის, რასაც იგი აკეთებს, ძალიან რთულია".

"მანჯუკიჩი, დეშილიო და სტურარო ჩვენს განკარგულებაში არიან. მხოლოდ ჰიოვედესი და კიელინი ვერ დაგვეხმარებიან. არ ვიცი რამდენი კაცით დავიცავთ თავს, ეს დამოკიდებულია ფეხბურთელებზე".

"ვიცით, რომ მეტოქე დიდ პრობლემებს შეგვიქმნის. ისინი ძალიან საშიშები არიან. "მიალნი" ბევრი ტექნიკური ფეხბურთელით არის დასაჩუქრებუული. ეს ფინალი და ჩვენ მათ ჩვენი მენტალური სიძლიერე უნდა ვანახოთ".

"და მაინც რატომ არ ვთამაშობთ ლამაზ ფეხბურთს? სკუდეტო ფაქტიურად ჩვენს ხელშია, იტალიის თასის ფინალში ვართ, "ნაპოლი" ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა იცით მათ თავს რაც ხდება".

"ხალხი კლუბის უარყოფით მხარეებს უყურებს, რაც გუნდს განვითარებაში ეხმარება".

"თუ მწვრთნელი ძლიერია, გუნდიც ძლიერია. სერია ა-ში 10 წელი მაქვს გატარებული. ჩემი თავით კმაყოფილი ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში "კაგლიარიდან" "მილანში" და შემდეგ "იუვეში" ვერ მოვიდოდი".

"ჩემი საქმიანობა ძალიან მომწონს, ბევრი კარგი გულშემატკივარი მყავს. მათ არ არსებობის შემთხვევაში მე ბედინერი ვერ ვიქნებოდი"
, - განაცხადა ალეგრიმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

DEDOPALA 9 მაი 2018 22:36
კაიხანია გვადრადოს მაგ პოზიციაზე ვხედავდი... ანამ კიდე სეზონის ბოლოს დააყენა ხედვაში აშკარად ვაჯობე ))))ჰააჰა:დ))). ალვეში რო წავიდა მაგის მერე გვადრადო უნდა ესინჯა მარა გადაყვა დეშილის როგორ არ ამართლებს ეგ ბიჭი სამწუხაროდ. გვადრადომ რო მოუმატოს მაგ პოზიციაზე თააშს უდიდესი ძაააალაა
baqari15 9 მაი 2018 19:54
აბა ალეგრი ჰენ იცი დადე თასი

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
მატჩის იუვენტინო
მედჰი ბენატია

რეკლამა
Image
დანაკლისები
-
ჯორჯო კიელინი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "იუვენტუსს" გაძლიერება ყველაზე მეტად?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image