იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გაბრიელე გრავინა, ოფიციალურ განცხადებას აკეთებს სეზონის გაგრძელება-არ გაგრძელების საკითხზე.
"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საფეხბურთო ტურნირები დასრულდეს. თუ საჭირო იქნება, ჩვენ ივლისსა და აგვისტოშიც ვითამაშებთ.
მოლაპარაკებას პრაქტიკულად ყოველდღე ვმართავთ, რათა არსებული სიტუაცია შევაფასოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეტებთ, რომ სეზონი 30 ივნისს დაიწყოს, ამაზე ფიფასა და უეფასაც მივმართავთ თხოვნით", - განაცხადა გრავინამ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციისა და სერია ა-ს წარმომადგენლების შეხვედრა დღესაა ჩანიშნული.