კორონავირუსული კარანტინის პერიოდში "იუვენტუსის" ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ახალი გასართობი გამონახა და ძვირადღირებული ავტომობილი შეიძინა.
კრიშტიანუმ Bugatti Centodieci-ში 9.5 მილიონი ევრო გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ ამ მანქანის მხოლოდ 10 ეგზემპლარი არსებობს.