logo

ცეფერინი: "სეზონის დასრულების სამი გეგმა არსებობს"

ცეფერინი: "სეზონის დასრულების სამი გეგმა არსებობს"

უეფას სლოვენიელი პრეზიდენტი, ალექსანდერ ცეფერინი იტალიურ La Repubblica-სთან საუბრისას შეწყვეტილი სეზონის გაგრძელების შესაძლო ვარიანტებზე საუბრობს.

"არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია. არსებობს გეგმა A, გეგმა B და გეგმა C. ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ თამაში მაისის შუა რიცხვებში, ივნისში ან ივნისის ბოლოს. თუ ეს ამ პერიოდში სეზონის განახლება ვერ მოხერხდა, ის სავარაუდოდ ვერ დასრულდება.

არსებობს ვარიანტი, რომ მიმდინარე სეზონი მომავალი სეზონის დასაწყისისთვის დასრულდეს, რომელიც, თავის მხრივ, მოგვიანებით დაიწყება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გუნდებს ფეხბურთელების კონტრაქტზე და ტრანსფერებზე მუშაობაც მოუწევთ. 

პირადად მე ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფინალების დახურულ კარს მიღმა ჩატარება ვერ წარმომიდგენია", - განაცხადა ცეფერინმა.


2 თვის წინ
284 / 0
ავთანდილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 23
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ