logo

"იუვეს" ვარსკვლავების მომავალი - ვინ ახანგრძლივებს კონტრაქტს და ვინ არა

"იუვეს" ვარსკვლავების მომავალი - ვინ ახანგრძლივებს კონტრაქტს და ვინ არა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, რომელიც შესაძლოა სულაც არ გაიმართოს ზაფხულში, ძალიან საინტერესო იქნება, ბევრი მიზეზის გამო. არანაკლებ საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები "იუვენტუსის" გარშემო.

ტურინულ კლუბში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელია. ცნობილი იტალიური გამოცემა, TuttoSport ასახელებს იმ ფეხბურთელთა სახელებსა და გვარებს, რომლებიც "იუვესთან" კონრტაქტს გაახანგძლივებენ ან ტურინიდან აბარგდებიან. 

წყაროს ცნობით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ კრიშტიანუ რონალდუ და პაულო დიბალა გუნდში დარჩებიან. ამ უკანასკნელს "ბიანკონერი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს, პორტუგალიელთან დაკავშირებით კი ეს საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. 

უდიდესი ალბათობით, გუნდიდან წავა გონსალო იგუაინი. დუგლას კოშტასა და ფედერიკო ბერნარდესკის მომავალი კი ჯერ გაურკვეველია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ ფინანსური ზარალის აღმოსაფხვრელად, რასაც "იუვეს" კორონავირუსი მიაყენებს, შესაძლოა კლუბმა კრიშტიანუ რონალდუ გაყიდოს. 

6 თვის წინ
735 / 0
სესე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 35
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ალექს სანდრო - დაბრუნდება ნოემბერში. დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში. კრიშტიანუ - დაბრუნდება ნოემბერში. კიელინი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

დემირალი - გამოტოვებს პირველ მატჩს "ფერენცვაროშთან".

-