logo

მესი თუ რონალდუ - იმ მოთამაშეთა პასუხი, რომელთაც ორივეს გვერდით უთამაშიათ

მესი თუ რონალდუ - იმ მოთამაშეთა პასუხი, რომელთაც ორივეს გვერდით უთამაშიათ

ალბათ, ფეხბურთელთა დიდ უმრავლესობას აქვს სურვილი, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გვერდით ითამაშოს, თუმცა ორივესთან თამაშის სიამოვნება ბევრს არ ჰქონია. ასეთი სულ ათი მოთამაშე გვახსენდება: პაულო დიბალა, ანხელ დი მარია, კარლოს ტევესი, ნელსონ სემედუ, ანდრე გომეში, ეზეკილ გარაი, ჰენრიკ ლარსონი, გაბრიელ ჰაინცი, ჟერარ პიკე და ფერნანდო გაგო. 

ფეხბურთის ამ ორი უდიდესი ვარსკვლავის შედარება მუდმივად აქტუალურია და ამის გაკეთება მათთვისაც უთხოვიათ, ვისაც გასახდელში ორივესთან ყოფნის საშუალება ჰქონია. Sportbible გვთავაზობს ამ ფეხბურთელთა პასუხებს.

ათი მოთამაშიდან შვიდმა: დიბალამ, პიკე, გარაიმ, დი მარიამ, ტევესმა, ლარსონმა და გაგომ "ბარსელონას" ვარსკვლავი პორტუგალიელს ამჯობინეს. სამმა: სემედუ, გომეშმა და ჰაინცმა კი მათ შორის არჩევანი ვერ გააკეთეს და თქვეს, რომ ისინი თანაბარი დონისანი არიან.

როგორც ვხედავთ, უმრავლესობა არგენტინელს უფრო წინ აყენებს.

მოგეხსენებათ, ბოლო 10-15 წელია, ფეხბურთში სწორედ ეს ორი მონსტრი დომინირებს. ამ პერიოდში მესიმ 6, რონალდუმ კი 5 ოქროს ბურთის მოგება მოახერხა. 


3 თვის წინ
322 / 0
ავთანდილი
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 51
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ