
კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა უკვე ძალიან სერიოზულად განიხილება, რადგან გუნდი დიდი მიზნებისთვის ბრძოლას ვერ ახერხებს.
პორტუგალიელი ოლდ ტრაფორდს გასულ ზაფხულს დაუბრუნდა, თუმცა ის კარიერის ბოლო წლებს ატარებს, ამიტომ ამ დროს უფრთხილდება.
Daily Express-ის თქმით, თუ რონალდუ კლუბის დატოვებას გადაწყვეტს, ის ამ 4 გუნდიდან ერთ-ერთ მათგანს შეუერთდება.
ყველაზე რეალური ვარიანტი "პარი სენ-ჟერმენია", საიდანაც კილიან მბაპე მიდის, რონალდუსა და ლიონელ მესის ბოლო წლებში ერთად ხილვა კი ყველა ქომაგისთვის უდიდესი ბედნიერება იქნებოდა.
შესაძლო ვარიანტია მადრიდის "რეალიც", თუმცა ისევ მბაპე უნდა ვახსენოთ, რომელიც სავარაუდოდ სწორედ ესპანურ კლუბს შეუერთდება, ამიტომ რონალდუს გადასვლის ალბათობა მცირეა.
სერიოზულად განიხილება საერთოდ ევროპიდან აბარგება და ამერიკაში, კერძოდ კი "ინტერ მაიამიში" გადასვლა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის თანამფლობელი დევიდ ბექემია.
და ბოლოს - "სპორტინგი". მშობლიური გუნდი, სადაც ყველაფერი დაიწყო. რა თქმა უნდა, რონალდუ ამ შესაძლებლობაზეც იფიქრებს.