რამდენიმე საათში "ჩელსი" დე ლიხტის სანაცვლოდ "იუვეს" გიჟურ შეთავაზებას გაუკეთებს

რამდენიმე საათში "ჩელსი" დე ლიხტის სანაცვლოდ "იუვეს" გიჟურ შეთავაზებას გაუკეთებს

დღეს "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მატიას დე ლიხტს კლუბიდან წასვლა სურს.

მათ ლოუს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თომას ტუხელისთვის ახალგაზრდა ნიდერლანდელი მცველის შეძენა პრიორიტეტულია.

წყაროს მტკიცებით, სულ მალე, "ჩელსი" ახალ, მეგა შეთავაზებას გაუკეთებს ტურინულ გრანდს.

საუბარია 60/65 მილიონი ევროს + ტიმო ვერნერზე. ზემოთხსენებული ჟურნალისტის თქმით, ეს ახლოს არის იმასთან, რაც "იუვეს" სურს რომ მატიასის სანაცვლოდ მიიღოს.

როგორც ჩანს, ტრანსფერი საკმაოდ რეალური ხდება.

აღსანიშნავია, რომ კლუბები სულ მალე შეხვდებიან ერთმანეთს და ლურჯები ზემოაღნიშნულ შეთავაზებას წარუდგენენ შავ-თეთრებს.

საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდეს.

1 თვის წინ
756 / 3
გიო
user
Baqar-juve 99 პროცენტი გამოსულია და ეს ტრანსფერიც მოსალოცია
user
გიო Baqar-juve ჯერ არა, მაგრამ ვნახოთ..
user
Baqar-juve Baqar-juve გიო მეგობარო ბოდიში გუშინ ღამე შუქი გამოირთო და ვერ მოგწერე პასუხი  რაც შეეხება ახლა იუვე ამ შეთავაზებს თუ კის არ იტყვის ანუ გამოდის ჭკუა არცერთ იუვეს უფროსობას არ ქონიათ ამიტო მჯერა მე 99 პროცენტი რო ეს ტრანსფერი გამოსულია და მემგონი კარგი ტრანსფერიც იქნება ის მოთამაშე ვისაც იუვეში თამაში არ უნდა არც არავინ უნდა მოიწვიოს და დაუძახოს გუნდში 
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ