დიდი გაცვლა "იუვესა" და "ბაიერნს" შორის?! - მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა

დიდი გაცვლა "იუვესა" და "ბაიერნს" შორის?! - მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა

ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ მატიას დე ლიხტი ზაფხულში ტურინს დატოვებს.

მისი მომავალი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ დიდ ინტერესს ლონდონის "ჩელსი" იჩენს.

Sky sports - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ბრძოლაში ჩაერთო "ბაიერნიც".

წყაროს მტკიცებით, მიუნხენური გრანდი აპირებს, რომ ნიდერლანდელი მცველის შესაძენად ამ ზაფხულს ყველაფერი გააკეთოს.

მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანელები ტრანსფერში ბენჟამინ პავარის ჩართვასაც აპირებენ.

ფრანგი მცველი მზადაა წავიდეს ბუნდეს გუნდიდან და მისთვის ტურინული გრანდი იდეალური ვარიანტი იქნებოდა.

საინტერესოა თუ რას გადაწყვეტს "ბებერი ქალბატონი".

1 თვის წინ
695 / 1
გიო
user
Baqar-juve ნამდვილად კარგი იქნება ეს ყველაფერი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ