"იუვე" ფირმინოსთვის პირველ შეთავაზებას ამზადებს - რამდენს იხდიან ტურინელები

"იუვე" ფირმინოსთვის პირველ შეთავაზებას ამზადებს - რამდენს იხდიან ტურინელები

ბოლო დღეებია, იტალიური მედია რობერტო ფირმინოს ტურინის "იუვენტუსში" ტრანსფერზე აქტიურად საუბრობს.

ბრაზილიელ ფორვარდს მიმდინარე კონტრაქტით 1 წელი დარჩა და, სულაც არაა გამორიცხული, მერსისაიდული გრანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს.

თურქი ჟურნალისტის, ეკრემ კონურის ინფორმაციით, "ბებერმა ქალბატონმა" ფირმინოსთვის პირველი ოფიციალური შეთავაზება მოამზადა, რომელიც 25 მილიონ ევროს შეადგენს.

ჯერჯერობით, უცნობია, რა პოზიციაზეა მერსისაიდული გრანდის ხელმძღვანელობა და რა თანხის მიღება სურს ფირმინოს სანაცვლოდ.

1 თვის წინ
413 / 1
გიო
user
Baqar-juve მეეჭვება ამ თანხად
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ