
ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ "იუვენტუსი" ზაფხულში გუნდის საგრძნობლად გაძლიერებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ "ბებერ ქალბატონს" დე ლიხტის შემცვლელის მოყვანა უწევს და ამისთვის ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი უკვე შერჩეული ჰყავს.
რომეო აგრესტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინული კლუბის წარმომადგენლები მილანში კალიდუ კულიბალის აგენტს შეხვდნენ.
წყაროს მტკიცებით, "ბიანკონერი" მზადაა სენეგალელი მცველის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხელფასის სახით კი წლიურად 6 მილიონი ევრო მისცეს.
ჯერჯერობით უცნობია რას აპირებს "ნაპოლი", თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ მოთამაშეს კონტაქტი მომდევნო სეზონში ეწურება და მათ კალიდუს უფასოდ დაკარგვა ნამდვილად არ უნდათ.
ასე და ამგვარად, შავ-თეთრების მთავარი სამიზნე დაცვის ხაზში კულიბალია და ყველაფერს იზამენ მის მოსაყვანად.