ჩერუბინიმ ალტერნატიულ სამიზნეებზე დაიწყო ფიქრი

ჩერუბინიმ ალტერნატიულ სამიზნეებზე დაიწყო ფიქრი

"La Gazzetta dello Sport-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსის" სპორტული კოორდინატორი ფედერიკო ჩერუბინი სხვადასხვა ალტერნატიულ სამიზნეზე იწყებს მუშაობას.

როგორც ცნობილია, მილიკი ტურინული გრანდის სამიზნეთა სიაში კვლავ მოიაზრება.

ამავდროულად, დიდი ალბათობით, დეპაი არ შეუერთდება "ბებერ ქალბატონს".

არის ანტონი მარსიალის ვარიანტიც, მაგრამ მისი ტრანსფერი მარტივი არ იქნება.

მოგეხსენებათ, იდეალური კანდიდატურა თავიდან ალვარო მორატა გახლდათ, რომელიც დეპაის მსგავსი ტიპის მოთამაშეა.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

1 თვის წინ
536 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ