“იუვენტუსის” სატრანსფერო სტრატეგია დარჩენილ დროში

“იუვენტუსის” სატრანსფერო სტრატეგია დარჩენილ დროში

როგორც "Sky Sports-ი" იტყობინება, "იუვენტუსი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ დროში გარკვეული სტრატეგიით იმოქმედებს.

უპირველეს ყოვლისა, დიდი ალბათობით, ადრიენ რაბიო "ბებერ ქალბატონს" დატოვებს და "იუნაიტედში" გადაბარგდება, პირადი კონტრაქტის შეთანხმებაა მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილი.

მეორე მხრივ, "ბიანკონერის" რიგებს შეუერთდებიან "ბარსელონადან" მემფის დეპაი და პარედესი "პარი სენ-ჟერმენიდან". 

ნიდერლანდელის ტრანსფერი, როგორც მოგეხსენებათ, ტურინული გრანდის თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის, ერთგვარი დაკვეთაა. მას შემტევი ხაზის გაძლიერება უნდა.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად შეძლებს "იუვენტუსი" ამ სტრატეგიის სისრულეში მოყვანას.

1 თვის წინ
531 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ