“იუვენტუსი” – “სასუოლო” | ალეგრის მატჩისწინა პრესკონფერენცია

“იუვენტუსი” – “სასუოლო” | ალეგრის მატჩისწინა პრესკონფერენცია

"იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ "სასუოლოსთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

"ხვალ პირველი ტესტი იქნება ჩვენთვის. ტოპ ოთხეულში უნდა ვიყოთ 12 ნოემბრისთვის, როცა ჩემპიონთა ლიგა შეწყდება.

აზრი არ აქვს სატრანსფერო მარკეტზე საუბარს. სატრანსფერო სიახლეებით გატაცებულნი არ უნდა ვიყოთ.

ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რასაც ბრემერი აკეთებს. ყოველდღიურად გაბედულად მოდის და ცდილობს, განვითარდეს, გუნდს მოერგოს.

ჩვენი საქმეა, დი მარია ისეთ პოზიციაზე იყოს, რომ საგოლე გადაცემები გააკეთოს და ითამაშოს. მისი უნარები ცალსახად აღემატება საშუალო დონის მოთამაშის შესაძლებლობებს.

ახალგაზრდა მოთამაშეები? აზრი არ აქვს მათ შენარჩუნებას თუ ისინი შემდგომ არ ითამაშებენ.

ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია, ვინ დარჩება და ვინ წავა. 

პელეგრინის ჩანაცვლება? ოთხი განაპირა მცველი გვყავს, ასევე დე შილიოსა და დანილოს ორივე მხარეს შეუძლიათ თამაში.

მადლიერი ვარ ლუკასი იმისთვის, რაც მან გასულ სეზონში გააკეთა, "აინტრახტი" მისთვის კარგი შესაძლებლობაა."

 

1 თვის წინ
311 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ