“იუვენტუსი” დეპაის მხარეს დღეს დაუკავშირდება – დეტალები

“იუვენტუსი” დეპაის მხარეს დღეს დაუკავშირდება – დეტალები

როგორც მოგეხსენებათ, "იუვენტუსის" რადარზე "ბარსელონას" ცენტრფორვარდი მემფის დეპაი იმყოფება.

ჟურნალისტ რომეო აგრესტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსალოდნელია, რომ "ბიანკონერისა" და ნიდერლანდელი ფეხბურთელის წარმომადგენელს შორის კონტაქტი დღეს შედგეს.

აგრესტის ცნობით, მხარეები კონტრაქტის ბოლო დეტალებს განიხილავენ და, სავარაუდოდ, მემფისი ტურინულ გრანდს შეუერთდება.

როგორც იცით, "იუვენტუსის" თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის, მიზანი შეტევის გაძლიერებაა, დეპაის ტრანსფერი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ ასპექტში განსავითარებლად.

1 თვის წინ
300 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ