ვლაჰოვიჩი: "დი მარიასი მადლიერი ვარ..."

ვლაჰოვიჩი: "დი მარიასი მადლიერი ვარ..."

დუსან ვლაჰოვიჩმა "სასუოლოსთან" გუშინდელი გამარჯვება (3-0) შეაფასა:

"მთელი ზაფხული ვმუშაობდი და კვლავ არ ვარ ჩემთვის საუკეთესო ფორმაში. პრობლემა მქონდა, რომელთან გამკლავებაც მარტივი არ იყო. 

მეორე 90-წუთიანი თამაში ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ვმუშაობ, რომ ჩემს მაქსიმუმს დავუბრუნდე და გუნდისთვის ხელმისაწვდომი ვიყო.

სასიამოვნოა ისეთ ჩემპიონთან ერთად თამაში, როგორიც დი მარიაა. მადლიერი ვარ მისი ასისტების გამო. ბედნიერი ვარ და ვიმედოვნებ, რომ მეტს მივიღებ და ერთად კარგად ვიმუშავებთ. მან ექსტრაორდინალური თამაში ჩაატარა.

კარგი გუნდი ვართ. კარგი ატმოსფერო შევქმენით. გამარჯვებით უნდა დაგვეწყო და ახლა კი უნდა გავაგრძელოთ."

1 თვის წინ
268 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ