Eurosport: "ხვიჩას ეს მიღწევა უპრენცენდენტოა იტალიურ ფეხბურთში"

Eurosport: "ხვიჩას ეს მიღწევა უპრენცენდენტოა იტალიურ ფეხბურთში"

ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი კარგი თამაშით ევროპული გამოცემების ყურადღება მიიპყრო - ქართველ გარემარბს სტატიებს ისეთი დიდი გამოცემები უძღვნიან, როგორიც, მაგალითად, ბი-ბი-სი გახლავთ.

ამჯერად კვარაცხელიაზე Eurosport წერს:

"კვარაცხელიამ სერია ა-ში ისე გაიბრწყინა, დიეგო მარადონასაც კი შეადარეს და კვარადონა შეარქვეს. თუმცა, კვარადონა უბრალოდ მცირე ჩამონათვალია იმ მეტსახელების, რომლებიც კვარაცხელიას შეარქვეს.

ხვიჩას, როგორც ახალწვეულის გავლენა "ნაპოლიზე" უბრალოდ უპრენცენდენტოა სერია ა-ში - ქართველმა სეზონი დიდებულად დაიწყო, 4 გოლითა და 2 ასისტით. ხვიჩას სეზონის სტარტისთვის მინუსების პოვნა თითქმის შეუძლებელია. ერთადერთი საშიშროება ის წნეხია, რომელიც მასზე არსებობს", - წერს გამოცემა.

1 კვირის წინ
877 / 0
გიო
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ