"იუვეში" ანშლაგია - რა ხდება ტურინელთა თავს

"იუვეში" ანშლაგია - რა ხდება ტურინელთა თავს

"იუვენტუსი" სეზონს საშინლად იწყებს. ჩემპიონთა ლიგაზე ვერცერთი მატჩის მოგების შემდეგ გუნდი სერია ა-შიც ძალიან ცუდად გამოიყურება.

"ბებერი ქალბატონი" "მონცასთან" დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი გამარჯვება სერია ა-ში ლომბარდიელთათვის.

"ყველა გუნდმა შეიძლება წააგოს, თუმცა იუვე მოედანს ბრძოლის გარეშე ტოვებს," - ასეთი კომენტარი გააკეთა კლაუდიო მარკიზიომ თამაშის შემდეგ.

რთულია არ დაეთანხმო პრინცს, რადგან შავ-თეთრებს საერთოდ არ აქვთ ის მენტალიტეტი, რაც მის დროინდელ გუნდს ჰქონდა.

ახლა კი მთავარი საკითხი - მასიმილიანო ალეგრი. მისი განცხადებები, მიზეზები, არგუმენტები, უკვე მომაბეზრებელიც კი ხდება ქომაგებისთვის.

რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. შეშლილმა მაქსმა "ბიანკონერის" მენტალიტეტი 0-ზე ჩამოუვანა.

მისი კომენტარები კი უბრალოდ დაუჯერებელია. "მე მინდა შედეგი და არა სანახაობრივი ფეხბურთი. ეს მარტივი თამაშია, არანაირი სქემები და ტაქტიკები, ვიცი, რომ ბურთი ჩემ მაისურიან მოთამაშეს უნდა მივცე," - იძახის იგი.

აქვე კიდევ ერთ განცხადებას შეგახსენებთ - "ჩემპიონთა ლიგაზე მოსაგები მატჩი მხოლოდ ბენფიკასთან გვაქვს, სახლში."

ეს მატჩი ტურინულმა გრანდმა სრულიად უბრძოლველად დათმო. არადა თითქოს 20 წუთი იდეალურად აკონტროლებდნენ თამაშს, თუმცა შემდეგ მწვრთნელის მითითებით უკან დაიხიეს.

რატომ უნდა იყოს სერია ა-ს ფავორიტი "ინტერი" (სწორედ ასე ფიქრობს ალეგრი), როდესაც სეზონი ახლა დაიწყო და შავ-თეთრების გუნდი საკმაოდ კონკურენტუნარიანი გახლავთ.

აშკარაა, რომ არანაირ მუხტს და შემართებას არ სძენს მაქსი თავის ფეხბურთელებს. ეს ფაქტია და შეუძლებელია არ დაეთანხმო.

საბოლოოდ საუბარი იქამდე მიგვყავს, რომ გუნდს სჭირდება ახალი მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია გამარჯვების მენტალიტეტი დააბრუნოს.

სწორედ ამაზე მუშაობენ ტურინში და ამ სანაკრებო პაუზას კარგად გამოიყენებენ ყველაფრის გასარკვევად.

იმედი ვიქონიოთ, რომ სულ მალე ყველაფერი შეიცვლება და ერთიანად მოვახერხებთ ამ რთული სიტუაციიდან თავის დაღწევას.

1 კვირის წინ
658 / 0
გიო
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ