ოფიციალურად: ცნობილია, რამდენ შეხვედრას გამოტოვებს დი მარია

ოფიციალურად: ცნობილია, რამდენ შეხვედრას გამოტოვებს დი მარია

როგორც მოგეხსენებათ, გასულ ტურში "მონცასთან" შეხვედრაში, რომელშიც "იუვენტუსი" სტუმრად 1-0 დამარცხდა, ანხელ დი მარიამ წითელი ბარათი მიიღო.

პრესაში მის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა.

ახლა კი ოფიციალურად ცნობილია, რომ არგენტინელი ფეხბურთელი სერია ა-ში უახლოეს ორ მატჩს გამოტოვებს.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საუბარია "ბოლონიასა" და "მილანთან" დაპირისპირებებზე.

ამრიგად, "ბებერ ქალბატონს" სერიოზული დანაკლისი აქვს.

1 კვირის წინ
248 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ