რას აპირებს “იუვენტუსი” მილიკთან დაკავშირებით? – უახლესი ცნობა

რას აპირებს “იუვენტუსი” მილიკთან დაკავშირებით? – უახლესი ცნობა

როგორც "Tuttosport-ი" იტყობინება, "იუვენტუსს" არკადიუშ მილიკის გამოსყიდვა 7 მილიონ ევროდ (+2 მილიონი ევრო) შეეძლება.

ცნობილია, რომ "ბებერი ქალბატონის" განზრახვა პოლონელი ცენტრფორვარდის გამოსყიდვაა სეზონის ბოლოს.

გეტყვით, რომ 28 წლის ფეხბურთელს "ბიანკონერისთან" საიჯარო ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

"Transfermarkt-ის" ვერსიით კი, არკადიუშის ღირებულება 16 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში მისი მონაგარი ტურინული გრანდის მაისურით 8 დაპირისპირებაში 3 გოლია.

5 დღის წინ
384 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ