როგორ მიდის პოგბას გამოჯანმრთელების პროცესი? – უახლესი ცნობა

როგორ მიდის პოგბას გამოჯანმრთელების პროცესი? – უახლესი ცნობა

"Gazzetta dello Sport-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ პოლ პოგბას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, გეგმის მიხედვით, ფრანგი ფეხბურთელის დაბრუნება ნოემბრის დასაწყისისთვის ივარაუდება.

ცნობისათვის, 29 წლის ფეხბურთელს ტურინულ გრანდთან ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გეტყვით იმასაც, რომ "Transfermarkt-ის" ვერსიით, მისი ღირებულება 48 მილიონი ევროა.

ვნახოთ, რამდენად გამართლდება პროგნოზი პოგბას გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით.

4 დღის წინ
298 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ