"იუვენტუსის" პოზიცია გრიმალდოსთან დაკავშირებით ცნობილია

"იუვენტუსის" პოზიცია გრიმალდოსთან დაკავშირებით ცნობილია

"Forza Juventus-ზე" დაყრდნობით, "იუვენტუსი" მზად არის ალეხანდრო გრიმალდოს შეთავაზებით მიმართოს.

ზემოხსენებული წყაროს ინფორმაციით, ესპანელ მარცხენა მცველს დიდად "ბენფიკასთან" ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს.

ცნობისათვის, 27 წლის ფეხბურთელს პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში გრიმალდოს მონაგარი "ბენფიკას" მაისურით 13 დაპირისპირებაში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

4 დღის წინ
238 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ