logo

უეფამ რონალდუს გამო 11-ეულიდან ფეხბურთელი ამოაგდო | ვინ შეეწირა კრიშტის?

უეფამ რონალდუს გამო 11-ეულიდან ფეხბურთელი ამოაგდო | ვინ შეეწირა კრიშტის?

როგორც იცით, უეფა ყოველ წელს საკუთარ საიტზე გამოკითხვას ატარებს,  რომლიდანაც წლის საუკეთესო 11 ფეხბურთელს ადგენს.

ფორმაცია 2019 წლისთვის 4-3-3 უნდა ყოფილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო 4-2-4-ად გადაკეთდა.

ასეთი ტაქტიკა ძალიან იშვიათია (თითქმის არ არსებობს), მაგრამ უეფამ დაუშვა და აი, რატომ.

წესით, 4-3-3 ტაქტიკაში  "ჩელსის" ნახევარმცველი ნ'გოლო კანტე უნდა ყოფილიყო, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუმ მასთან შედარებით ბევრად მეტი ხმა დააგროვა, თუმცა პორტუგალიელმა ვერ აჯობა სხვა თავდამსხმელებს, ლევანდოვსკის, მესისა და მანეს.

შესაბამისად, რონალდუ ვერ ხვდებოდა სიმბოლურ გუნდში, რადგან იგი თავდამსხმელი იყო და ფორმაცია მაქსიმუმ 3 შემტევზე იყო გათვლილი, მაგრამ უეფამ კანტე ამოაგდო გუნდიდან და  კრიშტიანუ ჩასვა.

აქვე მოგახსენებთ, რომ "იუვენტუსიდან" დე ლიხტიც მოხვდა  გულშემატკივრის მიერ შედგენილ წლის სიმბოლურ გუნდში.

5 თვის წინ
1021 / 0
იაკობ ქირია
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 54
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ