"იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი, პაოლო მონტერო, რომელიც ახლა სერია ც-ს ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელია, "ბიანკონერის" ცენტრალურ მცველებზე საუბრობს.
"ჩემთვის დე ლიგტი ჩემპიონია. მან აჩვენა, თუ რაოდენ გაუმჯობესდა ბოლო პერიოდში. მას ყველა თვისება აქვს, რომ უძლიერესი გახდეს.
არ უნდა დაგვავიწყდეს დემირალი. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა აქვს, ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და მისი და დე ლიგტის სახით, "იუვეს" შესანიშნავი დაცვის ხაზი ეყოლება", - განაცხადა მონტერომ.