მოლაპარაკებები დაწყებულია - "იუვეს" ტრანსფერი ზამთარშივე სურს

მოლაპარაკებები დაწყებულია - "იუვეს" ტრანსფერი ზამთარშივე სურს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი დანიელე ლონგო ტურინის "იუვენტუსთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ჟურნალისტის ცნობით, "ბებერი ქალბატონი" "ემპოლისთან" ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ბიანკონერის" სამიზნე ფაბიანო პარისი გახლავთ, რომელიც მიმდინარე სეზონში მშვენივრად გამოიყურება.

როგორც ირკვევა, ტურინულ გრანდს 22 წლის მარცხენა მცველის ტრანსფერი ზამთარშივე სურს.

ცნობისთვის, პარისიმ მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლით გამოიჩინა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 8 მილიონი ევროა.

2 კვირის წინ
534 / 1
chituna
user
Baqar-juve კარგი იქნება ფასიც მისაღებია
poll გამოკითხვა

უნდა გაათავისუფლოს თუ არა "იუვენტუსმა" ალეგრი?

კი
არა
ჯერ უნდა აცადოს
სულ პასუხები: 50
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიეზა, პოგბა, დი მარია, კაიო ჟორჟე, დე შილიო, ბრემერი, პარედესი, მაკკენი, ილინგ-ჯუნიორი, ვლაჰოვიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ