რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიასა და მის შეყვარებულზე

რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიასა და მის შეყვარებულზე

მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის გამო, ხვიჩა კვარაცხელიას სამშობლოში დაბრუნების საშუალება მიეცა. ქართველი ვარსკვლავი თავის შეყვარებულთან ერთად საკალათბურთო ნაკრების მატჩსაც დაესწრო, რომელშიც იტალიასთან დავმარცხდით.

მედიამ ხვიჩასა და მისი შეყვარებულის ფოტოები უმალვე აიტაცა, ხოლო მას გამოხმაურება იტალიური მედიისგან მოჰყვა:

calcionapoli24.it: "კვარაცხელიამ არდადეგებით ისარგებლა, სამშობლოში დაბრუნდა და დროს ოჯახთან ერთად ატარებს. ის იტალია - საქართველოს თავის შეყვარებულ ნიცასთან ერთად დაესწრო. კვარაცხელია კალათბურთსაც საკმაოდ კარგად თამაშობს და ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა. 

მისი საკალათბურთო კუმირი გოლდენ სტეიტ უორიორსის მთავარი ვარსკვლავი სტეფ კარია."

AreaNapoli.it: " "ნაპოლიში" ბრწყინვალე სეზონის სტარტის შემდეგ ხვიჩა სამშობლოში დაბრუნდა და დროს ოჯახთან ერთად ატარებს. ის თავის შეყვარებულ ნიცასთან ერთად საკალათბურთო შეხვედრაზე შენიშნეს. ნიცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის სტუდენტია და შეყვარებულთან ერთად ნეაპოლში არ ცხოვრობს, მაგრამ რამდენიმე მატჩს დაესწრო.

კვარა სამშობლოში დაახლოებით 10 დღეს გაატარებს. ის პარალელურად ზურგის ტრავმაზე მკურნალობს."

2 კვირის წინ
628 / 1
გიო
user
Baqar-juve ტრანვას იმედია მალე მოირჩენ წარმატება 
poll გამოკითხვა

უნდა გაათავისუფლოს თუ არა "იუვენტუსმა" ალეგრი?

კი
არა
ჯერ უნდა აცადოს
სულ პასუხები: 50
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიეზა, პოგბა, დი მარია, კაიო ჟორჟე, დე შილიო, ბრემერი, პარედესი, მაკკენი, ილინგ-ჯუნიორი, ვლაჰოვიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ