როგორი არის კვარას ხელფასი ახლა და რამდენჯერ გაიზრდება უახლოეს პერიოდში

როგორი არის კვარას ხელფასი ახლა და რამდენჯერ გაიზრდება უახლოეს პერიოდში

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხელფასის გაორმაგებას გეგმავს.

გამოცემა წერს, რომ მალე, რამდენიმე თვეში, მისი ხელფასი იტალიურ კლუბში ჯაკომო რასპადორისას მინიმუმ გაუთანაბრდება და 2.5 მილიონს მიაღწევს წელიწადში.

იტალიური მედია ფიქრობს, რომ ამ მიზნით კვარაცხელიას კონტრაქტი მალე გადაიხედება. ამჟამად ქართველ შემტევს ნაპოლისთან 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული და მისი ანაზღაურება სეზონზე ერთ მილიონს შეადგენს ბონუსების გარეშე, რაც ხვიჩას შედეგებიდან გამომდინარე საკმოდ დაბალი ანაზღაურებაა კლუბში.

"კვარაცხელიას ყიდვა შესაძლოა გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი და სარფიანი გარიგება ბოლო 20 წელში," - წერს La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ თუ კვარაცხელია თავის წარმოჩენას ისე გააგრძელებს, როგორც სერია A-ს სეზონის დასაწყისში, მისი კონტრაქტიც გადაიხედება.

1 კვირის წინ
573 / 1
გიო
user
Baqar-juve რო არ დაკარგონ ყველაფერს გააკეთებენ თავისთავად
poll გამოკითხვა

უნდა გაათავისუფლოს თუ არა "იუვენტუსმა" ალეგრი?

კი
არა
ჯერ უნდა აცადოს
სულ პასუხები: 50
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიეზა, პოგბა, დი მარია, კაიო ჟორჟე, დე შილიო, ბრემერი, პარედესი, მაკკენი, ილინგ-ჯუნიორი, ვლაჰოვიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ