logo

თამაშები მაყურებლების გარეშე 2021 წლის იანვრამდე?

თამაშები მაყურებლების გარეშე 2021 წლის იანვრამდე?

როგორც იცით, კორონა ვირუსმა მსოფლიოს ყველა კონტინენტი მთლიანად დაფარა, ანტარქტიკის გარდა. პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც პანდემიამ შეაღწია, იტალია გახლავთ.

გასულ 24 საათში ქვეყანაში 431 ადამიანი გარდაიცვალა. შესაძლოა ეს რიცხვი დიდია, მაგრამ ასეთი პატარა  სიკვდილიანობის მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა ამდენი ხნის შემდეგ.

რაც შეეხება ფეხბურთს, გუნდები 4 მაისისთვის აპირებენ ვარჯიშების განახლებას, ბოლო წიცხვებისკენ კი უკვე შეხვედრების ჩატარებასაც.

შესაძლოა ამ თარიღმა კიდევ გადაიწიოს, მაგრამ დღეს საუბარი დაიწყო ახალ გეგმაზე, რაც იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარს გულშ ლახვარს ჩასცემს.

საქმე ეხება იმას, რომ იტალიური მთავრობა აპირებს, სტადიონზე 2021 წლის იანვრამდე აიკრძალოს მაყურებელთა დასწრება.

თამაშები ჩვეულებრივად ჩატარდება, მაგრამ შესაძლოა ვიდეო რეფერიც გამოაკლდეს, რათა რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს მოედანზე.




4 თვის წინ
361 / 1
იაკობ ქირია
user
Baqar89 მაყურებლის გარეშე  ცოტა ტეხავს
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 75
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-