logo

"მაშინვე დედასთან გავიქეცი, ჩავეხუტე და ვუთხარი..." - დიბალას სევდიანი ისტორია

"მაშინვე დედასთან გავიქეცი, ჩავეხუტე და ვუთხარი..." - დიბალას სევდიანი ისტორია

როგორც მოგეხსენებათ, პაულო დიბალა კორონა ვირუსს ებრძვის. ამ რთულ პერიოდში მან "იუვეს" ოფიციალურ საიტთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

"მახსოვს, დღე როცა აქ მოვედი, თითქოს ეს გუშინ იყო."

"ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ვიყავი. განვიხილავდით, თუ სად შეიძლებოდა გამაგრძელებინა კარიერა."

"ამასობაში ჩემი აგენტი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, რომ "ბიანკონერის" სპორტულ დირექტორს ჩემთან საუბარი სურდა."

"პარატიჩიმ გადმომცა, რომ ის ყველაფერს იზამდა იმისთვის, რომ "შავ-თეთრი" მაისური მომერგო."

"ამ საუბრის შემდეგ, მაშინვე დედასთან გავიქეცი, ჩავეხუტე და ვუთხარი სხვაგან წასვლა არ მსურს, მე "იუვეში" ვითამაშებ." - განაცხადა არგენტინელმა.


6 თვის წინ
490 / 0
დათო მალუტაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 23
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-