logo

პოგბა ფერგიუსონზე: "მან გული მატკინა" - ფრანგის ემოციური განცხადება

პოგბა ფერგიუსონზე: "მან გული მატკინა" - ფრანგის ემოციური განცხადება

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ პოგბამ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"იუვეში" გადმოსვლა ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ამის მიზეზი ნამდვილად მქონდა."

"მანჩესტერში" დიდად არ მენდობოდნენ, რაზეც ძალიან ვბრაზობდი. მახოსვს, ერთხელ "ბლექბურნს" ვეთამაშებოდით, ნახევარდაცვაში არავინ იყო, რადგან ყველა დამტვრეული იყო."

"ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი შანსი იყო. სათადარიგო სკამზე ვიყავი, შემდეგ მოთელვას გავდიოდი და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი და ეს მოედანზე შესვლა იყო."

"მიუხედავად ასეთი სიტუაციისა ფერგიუსონმა თამაშის საშუალება არ მომცა, რითაც მან გული ძალიან მატკინა."

"ამის შემდეგ "ბებერ ქალბატონში" გადმოსვლა გადავწყვიტე, რაზეც ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ძირითადი თერთმეტეულში თამაში გარანტირებული არ მქონდა, თუმცა ვიბრძოლე და საწადელ მიზანს მივაღწიე." - განაცხადა ფრანგმა.

2 თვის წინ
662 / 0
დათო მალუტაშვილი
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 55
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ