logo

იტალიის სპორტის მინისტრი: ვიმედოვნებთ, ამ დროისთვის ვარჯიში დაშვებული იქნება

იტალიის სპორტის მინისტრი: ვიმედოვნებთ, ამ დროისთვის ვარჯიში დაშვებული იქნება

იტალიის სპორტის მინისტრმა, ვინჩენცო სპადაფორამ, სერია ა-სა და სხვა სპორტული ღონისძიებების შესაძლო განახლების თარიღებზე ისაუბრა. ის პირველ რიგში ქვეყნის ზოგად მდგომარეობას შეეხო.

"მომდევნო კვირების განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება, ჯანმრთელობის მდგომარეობის განვითარების შეფასება და იმის გაგება, თუ როდის და როგორ შევძლებთ, სპორტული ღონისძიებების დაბრუნებას.

ვიმედოვნებთ, რომ 4 მაისს ვარჯიშების განახლების თარიღად დავასახელებთ. იმედი მაქვს, ამ თარიღს შევინარჩუნებთ, თუნდაც ვარჯიშები მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ჩატარდეს", - განაცხადა სპადაფორამ.

ამჟამად იტალია კორონავირუსის პანდემიის მეორე ფაზაში გადადის. მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და სავარაუდოა, რომ რამდენიმე თვეში სპორტული ღონისძიებები ასე თუ ისე აღდგება. 


2 თვის წინ
353 / 1
სესე
reclam
user
Baqar89 კარგი ინფორმაცია ნამდვილად
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 51
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ